რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ცნობილი კრეისერი მოსკვა, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ნა*უიზე გაუშვეს, არ ჩაძირულა. მათი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო კრეისერს პორტში გადაიყვანენ.
ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია.
მოსკვა ის რუსული სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში უკრაინელმა ჯარისკაცმა ცნობილი მიმართულებით გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე, სარაკეტო კრეისერ მოსკვაზე ხანძარი გაჩნდა.
მათი მტკიცებით, ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.
სამხედრო ხომალდი მოსკვა 1982 წელს აშენდა. 2008 წელს რუსეთმა ის საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა.